საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 96 წლის მამაკაცი დააკავეს - კვირის პალიტრა

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 96 წლის მამაკაცი დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები 96 წლის გორა ღარიბაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო დააკავეს.

"ინფორმაცია გვქვს, რომ გორა ღარიბაშვილი დაკავებულია, თუმცა ჯერჯერობით დაუზუსტებელია, ე.წ. მესაზღვრეებმა ის ოკუპირებულ ახალგორში გადაიყვანეს თუ ცხინვალის მილიციაში. იგივე ბრალდებით, გორა ღარიბაშვილი შარშანაც იყო დაკავებული და მაშინ ცხინვალში არ გადაუყვანიათ. ახალგორის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იყო მოთავსებული და მალევე გაათავისუფლეს. დაკავების დეტალებზე ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა გორა ღარიბაშვილი ქსნის ხეობიდან არის, მისი წინაპრების სასაფლაოებიც ოკუპირებულ ქსნის ხეობაშია დარჩენილი და ოჯახის წევრების თქმით, მოხუცს ხშირად აქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის მცდელობა", - განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელ ქვემო ჭალაში სტეფანე მესროფაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"