"მთავრობა ამბობს, ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლებაო, არადა, კუხიანიძის განცხადებები აზრის გამოხატვა კი არა, ღალატია"
"მთავრობა ამბობს, ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლებაო, არადა, კუხიანიძის განცხადებები აზრის გამოხატვა კი არა, ღალატია"
"ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით - როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ... ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება - ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც", - საკრებულოს წევრ ერეკლე კუხიანიძის ამ განცხადებამ, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და
მის ოჯახს, საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია, რის მერეც კუხიანიძემ ბოდიში მოიხდა. მან ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ისაუბრა საზოგადოების კრიტიკაზე და თქვა, რომ მოქალაქეთა ნაწილის მიერ გამოთქმული მოსაზრებები მის მიმართ უხეში იყო. "ვფიქრობ, ყველამ ყველას უნდა მოვუხადოთ ბოდიში".

"გამოვთქვამ წუხილს იმის გამო, რომ ემოციებმა მძლია და დავწერე
ის, რაც დავწერე. მაგრამ ეს შეცვლილია და ვფიქრობ, ბატონი ვაჟა და მისი ოჯახი არის მომართული პოზიტივზე, უპირველეს ყოვლისა იმაზე, რომ ეს ადამიანი გამოხსნილი იყოს იქიდან და იმაზე, რომ ჩვენ ერთად მოვახერხოთ და ეს მძიმე სიტუაცია ქვეყანაში შევცვალოთ... ბოდიშს ვიხდი იმ გამოთქმისთვის, იმ არაკორექტურობისთვის, რომელიც გაღიზიანების გამო განვაცხადე..", - განაცხადა კუხიანიძემ. შექმნილ ვითარებაზე საკუთარი მოსაზრება გაგვიზიარა მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ, რომელიც რუსეთის მიმართ საკმაოდ შეურიგებელი პოზიციით არის ცნობილი:

- ალეკო ელისაშვილმა რომ ყუთი აჩვენა, იქ უნდა ჩააგდო ეგ ერეკლე კუხიანიძე, დააყარო ზევიდან ნაგავი და გადააგდო! არ ვიცი, მთავრობის დამოკიდებულება რა არის კუხიანიძის მიმართ და არც მაინტერესებს, მაგრამ ვფიქრობ, მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ  ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ, ასე მგონია, მიტოვებულია ეს კაცი.

- თეა წულუკიანმა განაცხადა, რაც არ უნდა შოკისმომგვრელი იყოს, ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება და სწორედ ეს არის დემოკრატიაო...
- ვაი დედასა, სასაცილოა ეს ყველაფერი უკვე! რად უნდა მაგას ახლა ბევრი ლაპარაკი, რომ ერეკლე კუხიანიძეს თავად უნდა დაეტოვებინა საკრებულო მისი განცხადებების მერე?! მთავრობა ამბობს, ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლებაო, არადა, კუხინიძის განცხადებები აზრის გამოხატვა კი არა, უკიდურესი საძაგლობა და ღალატია, სახელსაც ვერ ვარქმევ, იმდენად ამაზრზენი!

- თქვენ რატომ არ ცდილობთ თქვენი ავტორიტეტით ჩაერიოთ და დაეხმაროთ ოჯახს, რომელიც თანადგომას ითხოვს?
- რა თქმა უნდა, მსურს თუ რამ შემიძლია, ჩავერიო, მაგრამ მე რომ ახლა ხმა ამოვიღო, რუსეთის დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მეშინია ბევრად უარესად არ წავიდეს საქმე! ამ ეტაპზე მიმაჩნია, რომ ჩემი დუმილი უფრო შედეგიანი იქნება, ვიდრე ხმის ამოღება და ისევ ვაჟა გაფრინდაშვილის სასარგებლოდ ვიქცევი ასე!


(სპეციალურად საიტისთვის)

taso
18 დეკემბერი 2019 11:27
მხოლოდ ერთში ვეთანხმები,რომ არ უნდა გადასულიყო,როცა იცის რა პრობლემების წინაშე შეიძლება ჩააყენო პირველ რიგში საკუთარი თავი და მერე ქვეყანა,ისეთი რა ხდებოდა რომ წავიდა?მოსახლეობა რომელიც საზღვართან ცხოვრობს საკუთარ ოჯახის წევრებთან არ გადადიან არც ჭირში და არც ლხინში,მაგრამ გაგრძელება,საქვეყნოდ ლანძღვა უკვე ზედმეტი იყო.
დათო
18 დეკემბერი 2019 08:35
ხოხ შენი გამონათქვამები,ხომ არაა ღალატი აი, მიაჭირე ენას კბილი და მიჩუმდი რა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები