"15 წლის ბავშვის გარდაცვალება კიდევ ერთი დიდი ტრაგედიაა ჩვენ საზოგადოებისთვის" - სალომე ზურაბიშვილი ლუკა სირაძის გარდაცვალებას ეხმაურება
"15 წლის ბავშვის გარდაცვალება კიდევ ერთი დიდი ტრაგედიაა ჩვენ საზოგადოებისთვის" - სალომე ზურაბიშვილი ლუკა სირაძის გარდაცვალებას ეხმაურება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში პრეზიდენტი ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს და აღნიშნავს, რომ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რათა მსგავსი ტრაგედიები თავიდან ავიცილოთ.

"15 წლის ბავშვის გარდაცვალება კიდევ ერთი დიდი ტრაგედიაა ჩვენ საზოგადოებისთვის. ვიზიარებ ოჯახის და ახლობლების მწუხარებას. ამ მძიმე წუთებში გამძლეობა მოგცეთ უფალმა. ჩვენ ბევრი რამ უნდა შევცვალოთ და გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი ტრაგედიები", - წერს პრეზიდენტი.
"ინტერპრესნიუსი"

დროზე
19 დეკემბერი 2019 19:21
შეიწყალე არჩევნებამდე პოლიციელის დამჭრელი. ოცნებას გამოადგებაარჩევნებზე.
მთავარი დამნაშავე
18 დეკემბერი 2019 11:57
ვინც დარეკა პოლიციაში. სკოლას ჰყავს თუ არა მანდატური?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები