რა სარგებლობა მოაქვს ლიფტით მგზავრობას? - კვირის პალიტრა

რა სარგებლობა მოაქვს ლიფტით მგზავრობას?

"აუთდორ ლიფტი" - ხელსაყრელი სივრცე თქვენი ბიზნესისთვის

დაახლოებით ერთი წლის წინ საქართველოში ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ერთი ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ატრიბუტი, რომელსაც ძირითადად გადასაადგილებლად ვიყენებთ, შესაძლოა ხელსაყრელი ადგილი იყოს რეკლამის განთავსებისთვის.

ახლა კი, ლიფტით მგზავრობისას ხშირად ინტერესით შეავლებთ თვალს სარეკლამო ბანერს და ინფორმაციის მიღებასთან ერთად დანიშნულების ადგილამდეც მიაღწევთ. დამეთანხმეთ, რომ ასე ლიფტით მგზავრობა უფრო საინტერესოა.

სარეკლამო კომპანია "აუთდორ ლიფტი" ქართულ ბაზარზე ერთი წლის წინ გამოჩნდა. ფინანსური კრიზისის ფონზე ახალი ბიზნესის დაწყება უდავოდ თამამი ნაბიჯი იყო, მაგრამ კომპანიის მესვეურები დარწმუნებული იყვნენ, რომ ახალი სარეკლამო პროდუქტის ბაზრისთვის შეთავაზება სწორედ რომ დროული იყო. კრიზისის ფონზე კომპანიები იძულებული გახდნენ სარეკლამო ბიუჯეტები შეემცირებინათ და ძვირად ღირებული რეკლამა ეფექტური, მაგრამ შედარებით იაფი სარეკლამო საშუალებებით ჩაენაცვლებინათ. კომპანია "აუთდორ ლიფტის" მიერ შეთავაზებული მომსახურება კი ყველა ზემოთ ხსენებულ მოთხოვნას აკმაყოფილებდა და თანაც სიახლე იყო ქართული ბაზრისთვის.

რეკლამირების ამგვარი საშუალება ჩვენთვის იყო ნოვაცია, თორემ ლიფტებში რეკლამის განთავსება ფართოდ არის დანერგილი ევროპაში, აზიასა და ჩრდილო ამერიკის ქვეყნებში და დიდი მოთხოვნითაც სარგებლობს. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ "აუთდორ ლიფტის" კლიენტების ნუსხა სწრაფად იზრდება და დღეს მათ დამკვეთებს შორის არიან ისეთი სოლიდური კომპანიები, როგორიც არის "ჯეოსელი", "G-მარტი", "ალტა", "უნიქარდი", დაცვის პოლიცია, "VIP სტომატოლოგია", "Aray Tomorrow", "კრაუსმანი" და სხვები.

"აუთდორ ლიფტი" მომხმარებელს სთავაზობს რეკლამას სხვადასხვა ფორმატითა და ზომით. მომსახურების ფასებიც განსხვავებულია სარეკლამო საშუალების რაოდენობისა და ფორმატის მიხედვით. კომპანიის სერვისი მხოლოდ რეკლამის განთავსებით როდი სრულდება, კომპანიის წარმომადგენლები ახორციელებენ სტენდებისა და მასზე განთავსებული რეკლამის ყოველკვირეულ მონიტორინგს დაზიანების აღმოსაფხვრელად და რეკლამის ესთეტიკური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად.

კომპანია "აუთდორ ლიფტი" საქმიანობას საქველმოქმედო მიზნებითაც ახორციელებს და ამჟამად ფოთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარს შესაწირის შეგროვებაში ეხმარება. პოტენციურ დამკვეთებს კი კომპანია საახალწლოდ მნიშვნელოვან ფასდაკლებებს სთავაზობს. მაგალითად, ის ვინც "აუთდორ ლიფტს" რეკლამას ორი თვის განმავლობაში შეუკვეთს, 15-დღიან პაკეტს უფასოდ მიიღებს.

გიორგი ერიქაშვილი, Aray Tomorrow-ს წარმომადგენელი: "სწორედ ახლა ვაწარმოებთ მონიტორინგს, თუ რა შედეგი მოგვცა ჩვენი კომპანიის სარეკლამო ბანერების განთავსებამ საცხოვრებელი სახლების ლიფტებში. ვფიქრობთ, რომ ლიფტში რეკლამა საკმაოდ ეფექტური საშუალებაა. წარმოიდგინეთ, მანამ, სანამ ადამიანი ლიფტით პირველი სართულიდან მეცხრე სართულამდე გადაადგილდება, დროის ამ მონაკვეთში უამრავი ინფორმაციის მიღება შეუძლია."

ნატა დარჩიაშვილი, კომპანია "G-მარტის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი: "ყოველი სარეკლამო კამპანიის შემდეგ ჩვენ ვატარებთ შესაბამის აუდიტს იმისათვის, რომ გავიგოთ, რამდენად აისახა ესა თუ ის რეკლამა ჩვენს საქმიანობაზე. ლიფტებში რეკლამასთან დაკავშირებითაც ჩავატარეთ მსგავსი კვლევა და მინდა გითხრათ, რომ კმაყოფილი დავრჩით. ლიფტებში რეკლამა გათვლილი იყო იმ მიზნობრივ აუდიტორიაზე, ვინც ხშირად სარგებლობს ლიფტით და ვისთვისაც გვსურდა მაქსიმალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა "G- მარტში" არსებული პროდუქციისა და ფასების შესახებ.

მინდა გითხრათ, რომ ლიფტებში რეკლამის შედეგი ჩვენს ბიზნესზე და ზოგადად მომხმარებელთა რაოდენობის ზრდაზე უკვე აისახა. კომპანია "G-მარტი" უკვე მეოთხედ აწარმოებს ლიფტებში სარეკლამო კამპანიას და ვფიქრობთ, კომპანია "აუთდორ ლიფტთან "ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება."

"აუთდორ ლიფტის" დაფარვის ზონას მთელი თბილისის მასშტაბით წარმოადგენს საცხოვრებელი სახლების 3000 ლიფტი. სარეკლამო კომპანია "აუთდორ ლიფტი" ფლობს ლიფტებში რეკლამის განთავსების პატენტსა და ექსკლუზიურ უფლებას.

კომპანიის თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ რეკლამა ლიფტებში საქართველოშიც ისეთივე პოპულარული იქნება, როგორც ეს დასავლეთშია; კომპანიის მომხმარებლების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და აღნიშნული საქმიანობა ერთნაირად სასარგებლო იქნება დამკვეთისა და მომხმარებლისთვისაც.

R