"მეგი პარკში ჩამომხრჩვალი ნახეს, მაგრამ მომხდარს მკვლელობის მუხლით იძიებენ" - ვინ არის საბერძნეთში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქართველი ქალი?
"მეგი პარკში ჩამომხრჩვალი ნახეს, მაგრამ მომხდარს მკვლელობის მუხლით იძიებენ" - ვინ არის საბერძნეთში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქართველი ქალი?
საბერძნეთში, ქალაქ კალიმარეში 25 წლის ქართველი გოგონა, ოზურგეთელი მეგი კუპრაძე გარდაცვლილი იპოვეს. ის საბერძნეთის პოლიციამ ქალაქის პარკში ჩამომხრჩვალი ნახა. გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, იმედია, სამართალდამცავები დამანაშავეს მალე მიაგნებენ. თითქმის ყველა ბერძნული გამოცემა, სადაც კი მომხდარზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, აღნიშნავს, გარდაცვლილი გოგონას განსაკუთრებულ სილამაზეს. როგორც ირკვევა, მეგი საბერძნეთში დედასთან ერთად ცხოვრობდა, ხოლო საქართველოში მცირეწლოვანი შვილები ჰყავდა დატოვებული, რომლებსაც მისი ყოფილი მეუღლე ზრდის. საქართველოში ცხოვრობს გარდაცვლილის მამა სოსო კუპრაძეც. მეგი მათ სანახავად სამშობლოში ხშირად ჩამოდიოდა.

ტრაგედიაზე გარდაცვლილის ერთ-ერთი ოზურგეთელი მეზობელი გვესაუბრება:

- ულამაზესი გოგო იყო მეგი, ასეთი ზღაპრული სილამაზის სიკვდილი დიდი სისასტიკეა! ვინ იცის, მეგი მერამდენეა, ვინც ასე დაიღუპა... გაჭირვებული და გაღატაკებული სამშობლოს გამო. მისი დედ-მამა სიყვარულით შეუღლდნენ თავის დროზე, თბილისში ცხოვრობდნენ და მეგისაც იქ ზრდიდნენ. თუმცა გაჭირვებას მათმა ქორწინებამაც
ვეღარ გაუძლო... დაშორდნენ ერთმანეთს, რის შემდეგაც გოგონას დედა საბერძნეთში წავიდა სამუშაოდ, შვილს კი მამა ზრდიდა. ყველაფერს აკეთებდა, ქალიშვილისთვის. მეგი ნაადრევად გათხოვდა და სოსოც ოზურგეთში დაბრუნდა... ალბათ ფიქრობდა, შვილს რაიონიდან უკეთ მივეხმარებიო. თუმცა, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, - ოჯახი მეგისაც დაენგრა, რის შემდეგაც საბერძნეთში გაემგზავრა დედასთან.

მეგის ორი შვილი ჰყავს. მის შვილებსაც მისი ბედი ერგოთ, - ბავშვები მეგის ყოფილ მეუღლესთან ერთად იზრდებიან საქართველოში, დედა მათ სანახავად ხშირად ჩამოდიოდა.

- სად მუშაობდა მეგი?
-  ბოლო ხანს ფოტომოდელობდა, როგორც ვიცი, თავად მოძებნეს ფოტოგრაფებმა. არც კი ვიცით, მეგის მამა როგორ გაუძლებს ამ დარდს. დედის სურვილით, გოგონა საბერძნეთში დაიკრძალება. იმედია, დროზე გაირკვევა ვინ გაიმეტა ასე საშინელად ახალგაზრდა ქალი და დამნაშავეს სათანადოდაც დასჯიან. როგორც ამბობენ, გოგონა პარკში ჩამომხრჩვალი ნახეს, მაგრამ მომხდარს მკვლელობის მუხლით იძიებენ.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)
ნუკრი
23 დეკემბერი 2019 10:51
კრიტიკულ კომენტარებს უხალისოდ აქვეყნებთ,ყველა მთავრობას მხარს ვუჭერდი იმ იმედით რომ იქნებ რამე გვეშველოშტქო, აივსო მოთმინების ფიალა. გაღორდნენ ჩინოვნიკები, ხ რავენ ბიუჯეტს და ხალხმა რა ქნას, მართლა თოფს ხომ არ აიღებენ. ჯურნალისტებო პოლიტიკაზე მეტად ვირთხები ამხილეტ, იქნებ ...........
მე
23 დეკემბერი 2019 10:40
ვინ მკითხავ მე მაგრამ ნუ ჩემი აზრით აქ უნდა დაიკრძალოს ეს ახალგაზრდა აქ თავის სამშობლოი:( თავის შვილებმა რო მიაკითხონ ხან სასაფლსაოზე;( ვაიმე რა საშინელებაა...მტერს არ ვუსურვებ მის მამისა და დედის როლში ყოფნას! უფალო დაგვიფარე,..უფ ვწუხვარ...უფალმა ნათელი არ მოალკოს ,...ეს რა უბეურებაა!
დათო
23 დეკემბერი 2019 08:58
შემეცოდა ეს გოგონა.

ბავშვების მიტოვება კი დიდი ცოდვაა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თვის კითხვადი სტატიები