"როგორ ვიფიქრებდი, ასეთი ცხოვრება თუ მელოდა" - კვირის პალიტრა

"როგორ ვიფიქრებდი, ასეთი ცხოვრება თუ მელოდა"

"ჩემი შვილი უკვე 12 წლისაა. უნდა ვაღიარო, რომ ის ჩემი ახალგაზრდული შეცდომის ნაყოფია. ნინო ახლა საქართველოში ცხოვრობს და ბებია ზრდის. ვერასოდეს ვიფიქრებდი, ასეთი ცხოვრება თუ მელოდა, ჩემს შვილს მამა გვარს არ მისცემდა და მარტოხელა დედა დამერქმეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გოგონა მთელ სამყაროს მირჩევნია, მაინც არ მავიწყდება, მის გამო როგორ გამრიყა ამ სამყარომ, როგორ ამიმხედრა მამა, ძმა და როგორ გავხდი იძულებული, სამშობლო დამეტოვებინა. რვა წლის წინ იტალიაში წამოვედი და ღმერთს მადლობას ვწირავ, მართალია, მძიმე შრომის ფასად, მაგრამ მაინც ვახერხებ შვილი ვარჩინო, ვასწავლო და ღირსეული მომავალი შევუქმნა. როგორ ცხოვრობენ მარტოხელა დედები იტალიაში? - გაცილებით უკეთესად, ვიდრე საქართველოში, სადაც მათ სახელმწიფოც გულგრილად ეკიდება და ხშირად, საკუთარი ოჯახიც არ უჭერს მხარს. ქალს, რომელმაც შვილი ქორწინების გარეშე გააჩინა და მარტო ზრდის, იტალიელები "რაგგაცა მადრეს" ეძახიან. სახელმწიფო მაქსიმალურად უზრუნველყოფს და ხელს უწყობს ამ ქალებს, რომ შვილი აღზარდონ და თავი დაჩაგრულად არ იგრძნონ". - გვითხრა ჩვენმა რესპონდენტმა, რომელიც საქართველოში მცირე ხნით არის ჩამოსული და სულ მალე იტალიაში დაბრუნდება. იხილეთ სრულად