"როგორ ვიფიქრებდი, ასეთი ცხოვრება თუ მელოდა - ჩემს შვილს მამა გვარს არ მისცემდა და მარტოხელა დედა დამერქმეოდა"
22-12-2019
"როგორ ვიფიქრებდი, ასეთი ცხოვრება თუ მელოდა - ჩემს შვილს მამა გვარს არ მისცემდა და მარტოხელა დედა დამერქმეოდა"
"ჩემი შვილი უკვე 12 წლისაა. უნდა ვაღიარო, რომ ის ჩემი ახალგაზრდული შეცდომის ნაყოფია. ნინო ახლა საქართველოში ცხოვრობს და ბებია ზრდის. ვერასოდეს ვიფიქრებდი, ასეთი ცხოვრება თუ მელოდა, ჩემს შვილს მამა გვარს არ მისცემდა და მარტოხელა დედა დამერქმეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გოგონა მთელ სამყაროს მირჩევნია, მაინც არ მავიწყდება, მის გამო როგორ გამრიყა ამ სამყარომ, როგორ ამიმხედრა მამა, ძმა და როგორ გავხდი იძულებული, სამშობლო დამეტოვებინა. რვა წლის წინ იტალიაში წამოვედი და ღმერთს
მადლობას ვწირავ, მართალია, მძიმე შრომის ფასად, მაგრამ მაინც ვახერხებ შვილი ვარჩინო, ვასწავლო და ღირსეული მომავალი შევუქმნა. როგორ ცხოვრობენ მარტოხელა დედები იტალიაში? - გაცილებით უკეთესად, ვიდრე საქართველოში, სადაც მათ სახელმწიფოც გულგრილად ეკიდება და ხშირად, საკუთარი ოჯახიც არ უჭერს მხარს. ქალს, რომელმაც შვილი ქორწინების გარეშე გააჩინა და
მარტო ზრდის, იტალიელები "რაგგაცა მადრეს" ეძახიან. სახელმწიფო მაქსიმალურად უზრუნველყოფს და ხელს უწყობს ამ ქალებს, რომ შვილი აღზარდონ და თავი დაჩაგრულად არ იგრძნონ". - გვითხრა ჩვენმა რესპონდენტმა, რომელიც საქართველოში მცირე ხნით არის ჩამოსული და სულ მალე იტალიაში დაბრუნდება. იხილეთ სრულად

კბილცეცხლაშვილი
17 იანვარი 2020 18:47
პასუხი ლევანს ზოგი ბიჭი ისეთი არადამიანია რომ როცა გვიანი ყველაფერი მაშინ ამჟღავნებს თავს
ლევანი
17 იანვარი 2020 12:31
დალოცვილებო, რატომ აჩენთ შვილებს ისეთი კაცებისაგან, ვისაც ისე ეზიზღებით შენცა და შენი შვილიც, რომ საკუთარ ნაშიერს გვარსაც არ აძლევს, დაილია მოსიყვარულე კაცები?
მარი-ს
17 იანვარი 2020 11:51
გეთანხმები მარიამ. მე ბიჭი ვარ. მამის გარეშე გავიზარდე, ერთი კაპიკით არ დამხმარებია მამაჩემი. ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს, მაგრამ ვნანობ რომ საქართველოში დავიბადე

რედაქტორის რჩევით
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თვის კითხვადი სტატიები