"ივანიშვილისთვის სასიკეთო ტენდენციების პერიოდი იქნება, ზურაბიშვილი გაჩერდეს და ზედმეტი არ ილაპარაკოს, სააკაშვილის დრო წასულია..."
"ივანიშვილისთვის სასიკეთო ტენდენციების პერიოდი იქნება, ზურაბიშვილი გაჩერდეს და ზედმეტი არ ილაპარაკოს, სააკაშვილის დრო წასულია..."
სკანდალები, დაპირისპირებები, აქციები და ახალი საკადრო ცვლილებები - ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პოლიტიკური პროგნოზით, 2020 წელი სწორედ ამ მოვლენებით იქნება გამორჩეული.

- საქართველოსთვის ვირთხის წელიწადი უმძიმესი იქნება. თუ 2020 წელი როგორმე გადავაგორეთ, მერე 12-წლიანი სასიკეთო ცვლილებების წელი დაიწყება.

- ანუ ქვეყანა 2021 წელს ამოისუნთქავს?
- შედარებით. 2020 წელს არაპროფ­ესიონალები თანამდებობებს დაკარგავენ პოლიტიკაშიც და ბიზნესშიც. თანამდებობიდან მათი წასვლის პროცესი იქნება დაძაბულობასა და აგრესიულობასთან დაკავშირებული.

- ესე იგი პოლიტიკური სანახაობები არც 2020 წელს მოგვაკლდება...
- სანახაობა უამრავი გვექნება. ბევრ მინისტრს მოუწევს თანამდებობიდან წასვლა, იმიტომ, რომ არც ერთი მინისტრი თავის საქმეს არ აკეთებს...

- ვირთხას ზარმაცები არ უყვარს?
- უსაქმურები და ზარმაცები არ უყვარს. ვირთხას უყვარს პრაგმატული და რაციონალურად მოაზროვნე ხალხი, რომელიც შრომობს და მატერიალურ დოვლათს ქმნის. ვირთხას ყველაფერი მიაქვს
ბუნაგში, ამიტომ მთავრობა, რომელიც ხალხს არ აცხოვრებს ფუფუნებაში, დაიშლება.

- მედიაში ან სასამართლოში თუ არის მოსალოდნელი ცვლილებები?
- მედიაში იქნება დიდი ცვლილებები. მასმედია ხშირად დეზინფორმაციას მოემსახურება, რასაც შეიძლება სკანდალები მოჰყვეს, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. დაძაბულობა ყველა სფეროში იქნება. იანვრის მეორე ნახევრიდან დაიწყება პოლიტიკური გადაცემების დახურვა და გახსნა... შემდეგ გველოდება აპრილის ცხელი თვე. ასევე დაძაბული იქნება ივნისი, ივლისი, იმიტომ, რომ ამ პერიოდში ჩვენ გვაქვს მზისა და მთვარის დაბნელება. აგვისტო და სექტემბერი ძალიან რთული თვეებია, რა დროსაც აგრესიის, ხანძრების, ავარიების, სიკვდილიანობის, მიწისძვრების რაოდენობა მოიმატებს. ეს ყველაფერი დაგვირგვინდება ოქტომბრით, როცა პოლიტიკური ტემპერატურა პიკს მიაღწევს. დეკემბრისთვის ნელ-ნელა დაიწყება სიტუაციის დამშვიდება, 2021 წლიდან კი იწყება ძალიან საინტერესო აღმშენებლობის პერიოდი.

- ბიძინა ივანიშვილისთვის როგორი წელი იქნება?
- შედარებით უკეთესი. ცოტა რთული პერიოდი ექნება 26 მარტიდან 2 ივნისამდე, როცა პლანეტა სატურნი გადაინაცვლებს მისი ზოდიაქოს ქვეშ. ამ პერიოდში უნდა ეცადოს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები­ არ მიიღოს. დანარჩენი პერიოდი კარგია. ის მაიმუნის წელშია დაბადებული, მაიმუნი და ვირთხა კი მეგობრობენ, ამიტომ ივანიშვილისთვის სასიკეთო ტენდენციების პერიოდი იქნება.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ახლა შავი მთვარე გადის თევზების ზოდიაქოს ქვეშ. ამის გამო არაერთხელ დავინახეთ მისი შეცდომები და მოვისმინეთ არასწორი გამოთქმები. ერთხელაც შევახსენებ, რომ 28 იანვრამდე გაჩერდეს და ზედმეტი არ ილაპარაკოს. 28 იანვრის შემდეგ შავი მთვარე გამოდის მისი ზოდიაქოს ნიშნიდან და მომავალ წელს სტაბილურად გააგრძელებს საქმიანობას.

- მამუკა ხაზარაძისთვის როგორი წელიწადია?
- ხაზარაძე ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით არის დაბადებული და მას უკეთესი წელიწადი ექნება, ვიდრე წელს აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წარმატებებს მიაღწევს.

- მიხეილ სააკაშვილისთვის?
- მშვილდოსანს 2019 წელი ყველაზე­ კარგი ჰქონდა. მან რეაბილიტაცია შეძლო და უკრაინაში დაბრუნდა, თუმცა მისი დრო წასულია...

- ყველაზე კარგი წელი ვისთვის არის?
- თხის რქისა და კუროს ნიშნით დაბადებულთათვის, ასევე - ქალწულების, მორიელებისა და თევზებისთვის.
05 იანვარი 2020 21:28
00სხალიამბენიაა
ჰმ
04 იანვარი 2020 12:40
როგორც ჩანს ბიძო ამასაც აფინანსებს.......
ბიძინა სააკაშვილი
04 იანვარი 2020 12:04
ეს ასტროლოგია თუ მკითხავი????

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები