"ცოტა და­ვაგ­ვი­ა­ნე და­ო­ჯა­ხე­ბა, ალ­ბათ, ესეც ღვთის ნება იყო. 10 წელი არ გვყავ­და შვი­ლი, მაგ­რამ..." - კვირის პალიტრა

"ცოტა და­ვაგ­ვი­ა­ნე და­ო­ჯა­ხე­ბა, ალ­ბათ, ესეც ღვთის ნება იყო. 10 წელი არ გვყავ­და შვი­ლი, მაგ­რამ..."

ზესტაფონში 51 წლის ქალი პირველად გახდა დედა. ირმა გაფრინდაშვილს ტყუპი - მარიტა და მელიტონი შეეძინა.

ირმა და მისი მეუღლე 54 წლის ემზარ მაცაბერიძე ზესტაფონში ცხოვრობენ. წყვილი ათი წელი ელოდა შვილს და იმედი არასდროს დაუკარგავთ, რომ მშობლები გახდებოდნენ.

AMBEBI.GE-სთან საუბარში ყვებიან, რომ ეს მათ ცხოვრებაში ყველაზე დიდი სასწაულია.

მარიტა და მელოტონი 21 დეკემბერს, დღის სამ საათზე, საკეისრო კვეთით დაიბადნენ. გოგონა წონით 1 კგ და 800 გრამია, ვაჟი კი - 2 კგ და 140 გრამი. ოპერაცია კლინიკა "ელიტეში" ჩატარდა. ექიმების ინფორმაციით, მსგავსი მაგალითი მათ პრაქტიკაში არ ქონიათ.

"41 წლის ვიყავი, ჩემი მეუღლე 44-ის როცა დავოჯახდით. როგორც იტყვიან, ცოტა დავაგვიანე დაოჯახება, მაგრამ ალბათ, ესეც ღვთის ნება იყო. მიუხედავად დიდი სურვილისა, 10 წელი არ გვყავდა შვილი, ვმკურნალობდით, მაგრამ ჩვენი ოცნება არ ხდებოდა...

ათი წლის შემდეგ, ღმერთის შეწევნით, ჩემი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით, შეგვეძინა ორი პატარა, ძალიან ბედნიერები ვართ, ეს ყველაზე დიდი სასწაულია" - განაცხადა ირმა გაფრინდაშვილმა. გაგრძელება