"ჩემი სკოლის ერთ-ერთ მოსწავლის მეგობარს თავისი ბიძის მანქანით მოუკითხია" - მტირალას პარკთან მომხდარ ავარიაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - კვირის პალიტრა

"ჩემი სკოლის ერთ-ერთ მოსწავლის მეგობარს თავისი ბიძის მანქანით მოუკითხია" - მტირალას პარკთან მომხდარ ავარიაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

მტირალას ეროვნულ პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავარიის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ჩაქვის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა ტარიელ ქათამაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სკოლის ერთ-ერთ მოსწალეს მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა გაკვეთილების შემდეგ მანქანით მოაკითხა, რის შემდეგაც ისინი ავტომობილით ერთ-ერთ ხეობაში წავიდნენ.

"მე-6 გაკვეთილის შემდეგ, სამს წუთები აკლდა, ჩემი სკოლის ერთ-ერთ მოსწავლის მეგობარს თავისი ბიძის მანქანით მოუკითხია. შემდგომ ისინი ერთ-ერთ ხეობაში, ჩაქვის თავში წასულან და ხრამში მაღალი სიჩქარის გამო, დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლიდან, გადავარდნილან. მანქანა ამობრუნებული დავარდნილა და სულყველა ადგილზევე დაღუპულან",-განაცხადა ტარიელ ქათამაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ხუთივე დაღუპული თანატოლები, მე-11 კლასელები იყვნენ. როგორც დგინდება, ორი მათგანი ჩაქვის N1 საჯარო სკოლაში სწავლობდა, ერთი კი - ჩაქვის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლე გახლდათ. 2 მოსწავლის იდენტიფიცირება კი ჯერჯერობით არ მომხდარა.

ინფორმაციისთვის, მტირალას პარკთან ავტომანქანა ხევში დღეს გადავარდა. დაიღუპა 5 ადამიანი. გარდაცვლილები 17 წლის მოზარდები არიან, რომლებიც ერთ კლასში სწავლობდნენ.

"ინტერპრესნიუსი"