როგოგორ გამოიყურება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე? - კვირის პალიტრა

როგოგორ გამოიყურება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე?

პირველი რესპუბლიკის მოედანზე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ცერემონიას თბილისის მერი კახა კალაძე შვილებტან ერთად დაესწრო.

ღონისძიება საგანგებო წარმოდგენით გაიხსნა, რომელმაც მაყურებელი ზღაპრული მატარებლით დროში ამოგზაურა. ცნობილმა არტისტებმა კი საყვარელი საბავშვო ფილმების გმირები გააცოცხლეს.

წარმოდგენის რეჟისორია ნიკოლოზ შველიძე, კომპოზიტორი - მიხეილ მდინარაძე, ხოლო ქორეოგრაფები არიან ანჟელა თოხაძე და ნატალია კიკალეიშვილი.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ნინო ქათამაძე, ლევან მასპინძელაშვილი, დუტა სხირტლაძე, ნატალია ქუთათელაძე, რუსკა მაყაშვილი, მიშო ჯავახიშვილი, ეკა დოლიძე, ნიკო ვასაძე, თბილისის ბავშვთა კაპელა, ანსამბლი „ბზიკები“ და ნინო ანანიაშვილის ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლა.