ვინ არიან მტი­რა­ლას პარკთან მომხდარი ავარიისას გარდაცვლილი არასრულწლოვნები - კვირის პალიტრა

ვინ არიან მტი­რა­ლას პარკთან მომხდარი ავარიისას გარდაცვლილი არასრულწლოვნები

მტირალას პარკთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტომანქანა ხევში დღეს გადავარდა. დაღუპულები 17 წლის მოზარდები არიან. გარდაცვლილთა ცხედრები ხევიდან უკვე ამოიყვანეს.

გარდაცვლილები არიან ჩაქვის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლე გიორგი არძენაძე, ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები: საბა დიასამიძე, ნიკა ბეჟანიძე და გიგა ფალავანდიშვილი, ასევე ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე ლუკა ზაქარაძე.

როგორც ჩაქვის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა ტარიელ ქათამაძემ AMBEBI.GE-ს განუცხადა, მათი სკოლის ერთ-ერთ მოსწალეს მისმა მეგობარმა გაკვეთილების შემდეგ მანქანით მოაკითხა. მისივე ინფორმაციით, მოსწავლეების სიმაღლიდან გადავარდნის მიზეზი ავტომობილის მაღალი სიჩქარით მართვა გახდა. იხილეთ სრულად

"ჩემი სკოლის ერთ-ერთ მოსწავლის მეგობარს თავისი ბიძის მანქანით მოუკითხია" - მტირალას პარკთან მომხდარ ავარიაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი