"შვილი რომ გარდამეცვალა, სამძიმრის დღეებში მეგობრები არაფრით მტოვებდნენ"
26-12-2019
"შვილი რომ გარდამეცვალა, სამძიმრის დღეებში მეგობრები არაფრით მტოვებდნენ"
26 მარტს 80 წელი შეუსრულდა და, ფაქტობრივად, მთელი 2019 წელიც მისი იყო. საიუბილეოდ მის პიესებზე დადგმული სპექტაკლები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში წარმოადგინეს, ხარაგაულის თეატრი კი აქეთაც ეწვია, თბილისში. დედაქალაქში სხვა ღონისძიებებიც გაიმართა, განსაკუთრებით სკოლები აქტიურობდნენ. სიკეთით, სიყვარულით, სითბოთი და მოკრძალებული ბუნებით გამორჩეული თანამედროვეობის დიდი მწერალი ბატონი გურამ დოჩანაშვილი უფროსებს, ბავშვებსა და ახალგაზრდებს თანაბრად უყვართ. თავადაც შეიძლება უფროსი ასაკის ადამიანებთან შეხვედრაზე ვერ წავიდეს, მაგრამ უმცროს თაობას თითქმის არასდროს აწბილებს, მთავარია, ჯანმრთელობამ არ
შეუშალოს ხელი გთავაზობთ ნაწყვეტს გურამ დოჩანაშვილის ინტერვიუდან:

"ხანდახან მიკვირს, რანაირად ვარ ცოცხალი!"

მძიმე დროში ვიცხოვრე, მაგრამ ღმერთმა დიდი წყალობა მომცა, საუკეთესო უფროსი მეგობრები მყავდა. ეს რა ვთქვი! მყავდა კი არა, ახლაც მყავს - ბატონი რეზო თაბუკაშვილი,
ბატონი რეზო ჩხეიძე, ბატონი ნიკო ჭავჭავაძე, ბატონი ოთარ ნოდია, ბატონი რომან მიმინოშვილი.
ყველა მათგანი პარტიული იყო. რატომ? მე ხომ ვიცი, კომუნისტური პარტიისადმი რა დამოკიდებულება ჰქონდა, მაგალითად, ბატონ ნიკო ჭავჭავაძეს, მაგრამ სხვაგვარად ვინ დანიშნავდა მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ხელმძღვანელად მაშინ, როდესაც ფილოსოფია პარტისტორიად აღიქმებოდა, არადა, ბატონმა ნიკომ სწორედ ამით გაათავისუფლა ქართული ფილოსოფიური აზრი მარქსიზმ-ლენინიზმისგან და რა ხალხი გაზარდა - თუნდაც მერაბ მამარდაშვილი! ან ვინ დანიშნავდა ბატონ რეზო ჩხეიძეს კინოსტუდიის დირექტორად, პარტიული რომ არ ყოფილიყო? ბატონი რეზო თაბუკაშვილის გარდა ვინ გადაიღებდა იმ ფილმებს და ვინ ჩამოუტანდა საქართველოს უდიდეს განძს? ეს ხალხი პარტიული იყო, მაგრამ მათი პარტიულობა დიდად განსხვავდებოდა მათგან, ვინც პარტიულობიდან გამომდინარე ხილ-ბოსტნეულის მაღაზიის გამგედ უნდა დაენიშნათ...

შვილი რომ გარდამეცვალა, სამძიმრის დღეებში ბატონი ნიკო, იცით, რა დროს მოდიოდა ხოლმე? - ღამის 12 საათზე და მთელ ღამეს ჩემთან იჯდა. ბატონი რეზო ჩხეიძე კიდევ საღამოობით მოდიოდა და 6-დან 11 საათამდე ფეხზე იდგა. ამას განვიცდიდი და ორივეს ვეხვეწებოდი, რას არ ვეუბნებოდი, წაბრძანდით, ჩემი შვილი მაგლოვეთ-მეთქი, მაგრამ არაფრით მტოვებდნენ. ასეთები იყვნენ! მაშინდელი თანაგრძნობა და დღევანდელი რომ შევადარო, დღეს იმის ნატამალს ვერ ვხედავ. იხილეთ სრულად

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?