"ამდენი მილიონი რატომ უნდა ეპატიოს ხელისუფლებისთვის კოჭის გამგორებელ მედიასაშუალებებს და რატომ არ უნდა გადაგვივადონ ჩვენ" - კვირის პალიტრა

"ამდენი მილიონი რატომ უნდა ეპატიოს ხელისუფლებისთვის კოჭის გამგორებელ მედიასაშუალებებს და რატომ არ უნდა გადაგვივადონ ჩვენ"

ამდენი მილიონი რატომ უნდა ეპატიოს ხელისუფლებისთვის კოჭის გამგორებელ მედიასაშუალებებს და რატომ არ უნდა გადაგვივადონ ჩვენ სულ რაღაც 15 იანვრამდე? - ამის შესახებ "ტვ პირველის" გენერალურმა დირექტორმა, ინგა გრიგოლიამ ტელევიზიის ანგარიშებისთვის ინკასოს დადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც გრიგოლიამ ჟურნალისტებს ტელევიზიის შენობასთან გამართულ აქციაზე განუცხადა, ჯერ "იმედმა" და "მაესტრომ" უნდა გადაიხადოს დავალიანება.

"მე ველოდებოდი, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა სახელმწიფო და ველოდები იმიტომ, რომ ვთქვი - ეს იყო მოახლოებული არჩევნების წინ დაგეგმილი ახალი შტურმი და ახალი შეტევა მედიაზე. გადაიხადოს ჯერ ბევრი მილიონი ტელეკომპანია "იმედმა" და "მაესტრომ" და მერე გველაპარაკონ ჩვენ. გადასახადები ყველამ უნდა გადავიხადოთ, მაგრამ რომ დაეწყვნენ დღეს ხელისუფლების ლიდერები და განცხადებებს აკეთებდნენ, ხალხის ფული ბიუჯეტში ყველამ უნდა გადაიხადოს, მაგას ვამბობთ ზუსტად ჩვენც, რომ ამდენი მილიონი რატომ უნდა ეპატიოს ხელისუფლებისთვის კოჭის გამგორებელ მედიასაშუალებებს და რატომ არ უნდა გადაგვივადონ ჩვენ სულ რაღაც 15 იანვრამდე? ჩვენ ხომ არ ვეუბნებოდით სახელმწიფოს, რომ გვაჩუქეთ. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ სახელმწიფოს რაიმე ვთხოვოთ, უბრალოდ აქ იყო გადადებაზე ლაპარაკი", - განაცხადა გრიგოლიამ.

მან "ტვ პირველის" წინ შეკრებილ ახალგაზრდებს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.

ცნობისთვის, ტელეკომპანიების: "რუსთავი 2", "ტვ პირველი" და "კავკასია" საბანკო ანგარიშებს ინსკასო დაედო.

"ინტერპრესნიუსი"