"რამდენადაც არ უნდა ეცადოს გაბოროტებულმა ოპოზიციის წევრებმა, თბილისი არის ერთ-ერთი საუკეთესოდ მორთული ქალაქი" - კვირის პალიტრა

"რამდენადაც არ უნდა ეცადოს გაბოროტებულმა ოპოზიციის წევრებმა, თბილისი არის ერთ-ერთი საუკეთესოდ მორთული ქალაქი"

ერთ-ერთი საუკეთესი ნაძვის ხე და საუკეთესო საახალწლო განათება გვაქვს დედაქალაქში. რამდენადაც არ უნდა ეცადოს გაბოროტებულმა და განაწყენებულმა ოპოზიციის წევრებმა თბილისი არის ერთ-ერთი საუკეთესოდ მორთული ქალაქი,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიას განუცხადა, რითაც უპასუხა თბილისის საახალწლო ნაძვის ხის ღირებულებასთან დაკავშირებულ კითხვას.

კალაძის თქმით, ის არ ელოდა “თუ ახალი წელიც პოლიტიზირებული იქნებოდა ოპოზიციის მხრიდან”.

“ოპოზიცია ისეთ ფსკერზეა, ნამდვილად მოსალოდნელი იყო მათი მხრიდან ყველაფერი, მიუხედავად ჩემი მოწოდებებისა, რომ პოლიტიკა ცოტა ხნით გვერდით გადაედოთ, გაერთონ, დატკბნენ ჩვენი გალამაზებული ქალაქით როგორც არის საახალწლოდ მოწყობილი. მე ვიტყოდი, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო განათებებია დედაქალაქში თავისი სილამაზით. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ჩემთვის რაც არის - დედაქალაქის მოსახლეობა არის კმაყოფილი ჩვენი საახალწლო განათებებით, საახალწლო სოფელით და კიდევ ერთხელ მინდა, ყველა დავპატიჟო დღეიდან, 13 იანვრის ჩათვლით ყოველ დღე , იქნება შესაძლებელი მოიყვანონ შვილები, შვილიშვილები საახალწლო სოფელში, სადაც იქნება სხვადასხვა პროგრამები და წარმოდგენები”,- განაცხადა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"