მოსკოვი-თბილისის ავტობუსი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ამოტრიალდა, გარდაიცვალა ორი ადამიანი - კვირის პალიტრა

მოსკოვი-თბილისის ავტობუსი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ამოტრიალდა, გარდაიცვალა ორი ადამიანი

მოსკოვი-თბილისის ავტობუსში, რომელიც ლიპეცკის ოლქში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ამოტრიალდა, საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ "რია ნოვოსტის" რეგიონის საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განუცხადეს.

"დაზუსტებული მონაცემებით, დაღუპულია ორი ადამიანი, 16 ადამიანს მედიკოსები სინჯავენ" - განუცხადეს სააგენტოს.

მათივე ცნობით, მძღოლი და 17-ივე მგზავრი საქართველოს მოქალაქეა. ავარია მოსკოვის დროით 18:40 საათზე , სტანოვლიანსკის რაიონის დასახლებულ პუნქტ იარლუკინოსთან მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"