"ნება მომეცით ცოტა დავწყნარდე და..." - ვაჟა გაფრინდაშვილმა შიდა ქართლის პოლიციის შენობა დატოვა - კვირის პალიტრა

"ნება მომეცით ცოტა დავწყნარდე და..." - ვაჟა გაფრინდაშვილმა შიდა ქართლის პოლიციის შენობა დატოვა

ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა. ვაჟა გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და მისი გათავისუფლების პროცესში ჩართულ ყველა უწყებას მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

"ძალიან დიდ მადლობას გიხდით ყველას, მთავრობას, პარლამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროებას. ნება მომეცით ცოტა დავწყნარდე და მერე ყველას მოგაწვდით ინფორმაციას. უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა მეგობარს, ვინც გვერდში მედგა განსაკუთრებით, ჩემს ლამაზ მეუღლესა და ბრწყინვალე შვილებს. რა ინფორმაციასაც მაწვდიდნენ ასე გაერთიანებულად საქართველოს საქმე ვაკეთოთ",- განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა პოლიციის სამმართველოს დატოვების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემრებს საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს გათავისუფლდა.

"ინტერპრესნიუსი"