"სამწუხაროდ, დიდი ინფორმაცია არ მქონდა, საშუალება ორჯერ მქონდა მგონი თუ ერთხელ, რომ მენახა ქართული არხი იქ" - კვირის პალიტრა

"სამწუხაროდ, დიდი ინფორმაცია არ მქონდა, საშუალება ორჯერ მქონდა მგონი თუ ერთხელ, რომ მენახა ქართული არხი იქ"

ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, პრობლემა არ მაქვს - განაცხადა თბილისში საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მისულმა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

მისი თქმით, უკანონო პატიმრობაში ყოფნისას მას ერთხელ ჰქონდა ქართული არხის ნახვის საშუალება.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, პრობლემა არ მაქვს. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. სამწუხაროდ, დიდი ინფორმაცია არ მქონდა, გზაში რაც მითხრა ჩემმა მეუღლემ, რაც მქონდა საშუალება, ორჯერ მქონდა მგონი თუ ერთხელ, რომ მენახა ქართული არხი იქ. დიდი მადლობა ყველას თქვენი თამადობით, ვინც მხარს მიჭერდა, გვერდში მედგა და მომცა საშუალება, რომ ეს თვენახევარი გამეძლო"- განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს გათავისუფლდა.

ცნობისთვის, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

"ინტერპრესნიუსი"