"ჯერ დაქორწინებას არ ვაპირებ, მაგრამ..."
"ჯერ დაქორწინებას არ ვაპირებ, მაგრამ..."
ფოტო:ნინი ბადურაშვილი
"რაც ყველაზე მეტად უნდათ ქართველებს, არის სიმშვიდე, მშვიდობა. მინდა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს გაუთავებელი დაპირისპირება, ლანძღვა. მინდა ბევრ ბედნიერ სახეს ვხედავდე"

მომღერალი და ტელეწამყვანი ნინი ბადურაშვილი "კვირის პალიტრას" უამბობს, თუ როგორი იყო მისთვის 2019 წელი, ასევე გაგვიმხელს, როგორი გე­გმებითა და იმედით ხვდება ვირთხის წელიწადს. (ინტერვიუ ჩაწერილია ახალ წლამდე)

- არ მიყვარს 2019 წელი, არ გამახ­სენდება კარგად. ამ წელს მოულოდნელი დარტყმა მივიღე, რომელსაც ვერ ვინელებ და, ალბ­ათ, ვერც ვერასდროს შევეგუები. ამ
წელს მამა დავკარგე. ვერ ვიჯერებ, რომ აღარ არის. მასევდიანებს ის ნივთები, რომელთაც მამა ეხებოდა, ის ეზო, კიბე, სადაც ადიოდა, ოთახი... ერეკლე სიცოცხლისმოყვარე ადამიანი იყო და ეს ენერგია რომ დააკლდა იქაურობას, მიჭირს შეგუება. მისი გარდაცვალების შემდეგ გავაცნობიერე, რა არის სიკვდილი. ჩემი დიდი ბებია, რომელიც 101 წლის
გარდაიცვალა, ხუმრობდა, ჩემი წასვლის დრო არ დადგაო. შურას რომ ვუყურებდი, უკვდავე­ბის მჯეროდა. ახლა გავაცნობიერე­ სიკვდილის არსებობა. დღე არ გადის, არ ვიფიქრო ერეკლეზე. ისე ვესაუბრები, როგორც ცოცხალს.

- მახსენდება ჩემი და ერეკლე ბადურაშვ­ილის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ. ბევრი ილაპარაკა თქვენს შვილზე, ერთი ჭკუის ვართო...
- ელენე და ერეკლე ნამდვილი მეგობ­რები იყვნენ, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.­ პარასკევი-შაბათი-კვირა იყო ერეკლეს დღეები, ასე იყო ჩემს ბავშვობაშიც და ვგიჟდებოდი მასთან დარჩენაზე.

- გარეგნობით მამას ჰგავს, თუმცა მუსიკალური მონაცემები აშკარად დედის­ აქვს.
- მამის გენი მძლავრობს მასში. თუმცა,­ ვფიქრობ, უფრო პატარაობისას მეტად ჰგავდა მამას, ახლა ეკას ბავშვობის ფოტოებს რომ ვნახულობ, მასთან მსგავსებასაც ვპოულობ. ელენესაც სიმღერის ნიჭი დაჰყვა, რაც ძალიან მახარებს, ცეკვავს და ჩემგან განსხვავებით, კარგად ხატავს, ამაში მამას ჰგავს.

- მამა რა პროფესიის ჰყავს?
- ყოფილი წყალბურთელია და ახლა წყალბურთის ფედერაციის პრეზიდენტია მოსკოვში, ასევე ბიზნესმენი.

- დროსთან ერთად თქვენ შორის უთანხმოება დალაგდა? როგორ იყოფთ ელენეს?
- მშობლების უთანხმოება შვილზე არ უნდა მოქმედებდეს. ურთიერთობა დასტაბილურდა. ირაკლი კარგი მამაა, ხშირად მიჰყავს ელენე მოსკოვში, ასევე დუბაიში, თავის ოჯახთან ერთად, თით­ქმის 3 წელია,­ ახალი ოჯახი ჰყავს - მეუღლე, შვილი. ელენე ამ ახალ წელს მამასთან შეხვდება.

- თქვენ თუ გეგმავთ­ დაოჯახებას?
- დიდი დაკვირვება მართებს ადამიანს, როცა მეორედ ქმნის ოჯახს. უნდა აწონ-დაწონო და ისე გადაწყვიტო, სიყვარულის გარდა, ბევრი რამ უნდა იყოს მისაღები როგორც მისთვის, ასევე შენთვის. ჯერ დაქორწინებას არ ვაპირებ, მაგრამ ძალიან მინდა შევქმნა მყარი, დიდი ოჯახი და მყავდეს ბევრი შვილი. ვნახოთ, ალბათ, ასეც იქნება, თუ ღმერთი ინებებს.

- ახალი წლისთვის როგორ ემზადებით?
- სამზადისს ბებო უძღვება. ვერ ვიტყვი, რომ აქტიური ვარ ამ საქმეში. ნაძვის­ ხის მორთვა ბავშვებს გადავაბარე - ბებია-ბაბუასთან ერთად მორთეს.­ ახალ წელს კონცერტი მაქვს, მერე მეგობრებთან ერთად გავატარებ დროს. არ ვიცი, რას მოგვიტ­ანს ვირთხის წელი, მხოლოდ ის ვიცი, რომ თეთრი სამოსით უნდა შევხვდეთ.

საქართველოს ვულოცავ ახალ წელს. რაც ყველაზე მეტად უნდათ ქართველებს, არის სიმშვიდე, მშვიდობა. მინდა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს გაუთავებელი დაპირისპირება, ლანძღვა. მინდა ბევრ ბედნიერ სახეს ვხედავდე. სიმშვიდეს, სიყვარულს, ბედნიერებასა და თვითრეალიზებას ვუსურვებ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს.

მოქალაქე
18 იანვარი 2020 19:30
რედაქციას ვთხოვ წეროთ ახალგაზრდებისთვის სამაგალითო ხალხზე და არა ასეთ ცანცარა, 'შოუბიზნესის მედროვეებზე'. მისი გათხოვებაც ფართოდ გაშუქდა და გამოთხოვებაც. ვფიქრობ საკმარისია.
ნინო
16 იანვარი 2020 12:47
დაქორწინება დაგიგვიანდება, ჩემო გოგო, იმიტომ რომ პრინცი შენ აღარ წაგიყვანს, უბრალო კაცს კი თავად არ გაჰყვები.
გიორგი
16 იანვარი 2020 05:30
კარგი გოგო ხარ ნინი, ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს, მაგრამ დაქორწინებას, თუ გათხოვებას?

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რომელი განსაზღვრება შეეფერება დღეს ქართველ ხალხს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რომელი განსაზღვრება შეეფერება დღეს ქართველ ხალხს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა