"მე პროფესიით ცოლიც ვარ, ნიჭიერ ადამიანს დავუდექი გვერდში. ერთადერთი, რაც მჭირდებოდა კაცისგან, რომელიც გვერდზე მეყოლებოდა, ერთგულებაა"
"მე პროფესიით ცოლიც ვარ, ნიჭიერ ადამიანს დავუდექი გვერდში. ერთადერთი, რაც მჭირდებოდა კაცისგან, რომელიც გვერდზე მეყოლებოდა, ერთგულებაა"
"ზვიადს ჩინეთში ჰქონდა ძალიან კარგი­ შემოთავაზება. ჩინელებს ისე უნდოდათ, იქ დარჩენილიყო, რომ მეც მიშოვეს 5.000-დოლარიანი სამსახური, მაგრამ უარი ვთქვი. ბავშვებისთვის სკოლისა და გარემოს შეცვლა არ მიმაჩნდა სწორად, ამიტომ ზვიადმაც ჩვენ გამო თქვა უარი"

დეკემბრის მიწურულის ერთ მზიან დღეს რუსთაველზე მე და ჩემი რესპონდენტი ინტერვიუს ჩასაწერად შევხვდით. დიზაინერი, მხატვარი, ზვიად ციკოლიას მეუღლე და თავისი ოჯახის საოცრად მოყვარული, გასული საუკუნის 90-იან წლებში­ ყველაზე ხმაურიანი კოლექციების შემქმნელი მარინა ხორავა ამჟამად თავისი "ოტ კუტიურ"
კოლექციის გამოსაფენად ემზადება. როგორ მოახერხა ერთდროულად ყოფილიყო წარმოების ხელმძღვანელი, გაეჩინა შვილები და ემუშავა ესკიზებზე, თავად მოგითხრობთ:

"სამხატვრო აკადემიიდან გარიცხვას მიპირებდნენ"

- ჩემი პირველი კოლექცია აკადემიაში გავაკეთე მილიტარისტულ თემაზე, რის გამოც კინაღამ გამრიცხეს. პარტიულ მუშაკებს­ არ მოსწონდათ და "ცეკადანაც" დარეკეს, მაგრამ აკადემიამ არ გამრიცხა, რადგან კარგი
სტუდენტი ვიყავი. შემდეგ კათ­ედრაზეც შემომთავაზეს დარჩენა, მაგრამ პრაქტიკოსობა ვარჩიე და სახელმწიფო­ წარმოებაში გადავედი სამუშაოდ. ამ წარმოებამ მომცა ცოდნა, რომ შემდეგ ჩემი საკუთარი გამეკეთებინა. როდესაც­ სახელმწიფო წარმოებაში ვმუშაობდი, ე.წ. მეტეხის ჩვენება გაიმართა - საწარმოებს თავიანთი კოლექცი­ები გამოჰქონდათ. მე არ მინდოდა­ წარვდგენილიყავი როგორც საწარმო და ამიტ­ომ ოპერიდან პაჩკები გამოვიტანე, პლუშის ქსოვილი ვიყიდე, მოდელებს პაჩკებზე გადავაცვი, ფეხზე ჩექმები ჩავაცვი და სრულიად განსხვავებული კოლექცია გამოვიდა. უცხოელი ჟურნალისტები აღფრთოვანდნენ. ამის შემდეგ საკუთარი წარმოებაც დავიწყე, ეს იმ პერიოდში, როდესაც საწარმოები იძირებოდა, მე კი ბევრი შეკვეთა მქონდა. შესაძლებლობა­ მომეცა, უცხოეთიდან ჩამომეტანა ძალიან კარგი ქსოვილები, მაშინ ეს იშვიათობა იყო. 7 თვე იქარგებოდა კაბები, ყოველი კაბა ხელით არის შექმნილი. 100-მდე კაბა შევკერეთ, კოლექცია საფრანგეთში უნდა წამეღო, მაგრამ მერე რაღაცები შეიცვალა და ვეღარ მოვახერხე ჩვენების გაკეთება, კაბები კი შევინახე და მას შემდეგ არც გამომიმზეურებია. მიმაჩნია, რომ მე უფრო "ოტ კუტიურ" დიზაინერი ვარ, თუმცა ხშირად საქმეს და შემოსავალს მასობრივი წარმოება უფრო სჭირდება, მაგრამ მე არა ვარ მასობრივი წარმოების დიზაინერი!
"დიზაინერ ქმარს მხოლოდ დიზაინერი ცოლი გაუგებს"

- სულ ვამბობდი, არ გავთხოვდები, სანამ ჩემს პროფესიაში წარმატებას არ მივაღწევ-მეთქი. ასეც მოხდა - გავთხოვდი­ მაშინ, როცა წარმოება გავაკეთე.­ ოჯახს ბევრი დრო დავუთმე, მაგრამ პარალელურად სულ ვმუშაობდი. ამასობაში ორი შვილი გავაჩინე და შემდეგ რაღაცები დავთმე.

მე პროფესიით ცოლიც ვარ, მიყვარს, როცა ჩემს ქმარს ლოგინში ლანგრით მივართმევ საუზმეს, ოღონდ ზვიადს ეს არასდროს მოუთხოვია. დილას ყავა თუ მინდა, ზვიადსაც აუცილებლად მოაქვს. ურთიერთობის ასეთი ნიუანსები ჩვენთვის უცხო არ არის.
მე ნიჭიერ ადამიანს დავუდექი გვერდში. ერთადერთი, რაც მჭირდებოდა კაცისგან, რომელიც გვერდზე მეყოლებოდა, ერთგულებაა. დიზაინერ ქმარს მხოლოდ დიზაინერი ცოლი გაუგებს, ისევე როგორც მსახიობ ქმარს მსახიობი ცოლი.
ზვიადს ჩინეთში ჰქონდა ძალიან კარგი­ შემოთავაზება. ჩინელებს ისე უნდოდათ, იქ დარჩენილიყო, რომ მეც მიშოვეს 5.000-დოლარიანი სამსახური, მაგრამ უარი ვთქვი. ბავშვებისთვის სკოლისა და გარემოს შეცვლა არ მიმაჩნდა სწორად, ამიტომ ზვიადმაც ჩვენ გამო თქვა უარი.

შეიძლება ძველმოდური ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ოჯახში შემომტანი კაცი უნდა იყოს. ქალი ბავშვებს ზრდის. აქედან გამომდინარე, ჩემს თავს ოჯახში მეტი დრო დავუწესე.

2020 წელს უსაფრთხო და მშვიდი საქართველოს ხილვა მინდა, ჩვენს ხალხს კი ვუსურვებდი, შეარჩიოს პრიორიტეტები და ამაზე ააწყოს საქმე, კარიერა. იღბალს გისურვებთ ყველას.

"პირველი ქართველი მოჭადრაკის - ანდრია დადიანის კვალდაკვალ მონაკოში"
მარინა ხორავა: 1903-1904 წლებში ანდრია დადიანი ჭადრაკში მონტე-კარლოს საერთაშორისო ტურნირების პრეზიდენტი იყო. მას შემდეგ საუკუნეზე მეტი გავიდა, თუმცა მონტე-კარლოში კვლავ ქართველი მოჭადრაკეები შეიკრიბნენ ევროპის ჩემპიონების დაჯილდოვების ცერემონიაზე "ევროპის ოქროს პაიკი". გამარჯვებულები 12 ნომინაციაში გამოვლინდნენ, პრიზები კი , სპეციალურად მათთვის ზვიად ციკოლიამ შექმნა. ერთი საჩუქარი მონაკოს პრინცს გადასცეს, ზვიადის მიერ ქვევრი-მანქანის მოტივებზე შექმნილი ჯილდო, იმიტომ, რომ მონაკოს პრინცი ალბერ II არის უნიკალური მარკის მანქანების კოლექციონერი, ამიტომ ზვიადმა თემატურად შექმნა, სპეციალურად მისთვის. დაჯილდოვების ცერემონიაზე მკაცრად იყო განსაზღვრული დრეს კოდი, თეთრი ან შავი უნდა გვცმოდა, ჭადრაკის ფერებში, ამიტომ შავი ტაფტის პიჯაკი და კაბა მოვიფიქრე. კაბა ჩემი დიზაინით შევიკერე, ზვიადმა არ იცოდა რას ვიკერავდი, 15 მეტრი ქსოვილი დასჭირდა კაბას. ზვიადს წინა ღამეს ვაჩვენე, თან ვფიქრობდი თუ მოეწონებათქო, ჩემი შვილები "ჟიურიში" ისხდნენ. უფროსმა მითხრა კარკასი არ უნდა კაბასო და მაშინვე დავუჯერე. მონაკოში დიდი მოწონება დაიმსახურა ამ კაბამ, აღფრთოვანება არ დაუფარავთ.


ნანა
16 იანვარი 2020 13:54
"პროფესიით ცოლიც ვარ" რა არის ვითომ ეხლა?
აზა
15 იანვარი 2020 17:00
აი მე ძალიან მიყვარს ეს ოჯახი. ❤️❤️❤️❤️❤️კრეატიულები, სწორი მსოფმხედველობა, დიზაინერი, კარგი მშობლები,ლამაზები❤️გვიმრავლოს უფალმა ასეთი ხალხი. ❤️❤️❤️❤️❤️❤️წარმათებები თქვენ.
onopre
15 იანვარი 2020 14:32
რა მაგარი ბავშვები ყავთ!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განწყობას, რაც უფრო დადებითია იგი, მით უფრო კარგად შესწევს ორგანიზმს ვირუსთან ბროძლის უნარი. როგორია თქვენი განწყობა დღეს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განწყობას, რაც უფრო დადებითია იგი, მით უფრო კარგად შესწევს ორგანიზმს ვირუსთან ბროძლის უნარი. როგორია თქვენი განწყობა დღეს?
დღის კითხვადი სტატიები