მეტროსადგურ "სადგურის მოედანზე" მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა - კვირის პალიტრა

მეტროსადგურ "სადგურის მოედანზე" მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა

მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა. „როგორც ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო სამსახურში განუცხადეს, მგზავრი ლიანდაგებში შემომავალი მატარებლის დროს ჩავარდა.

მათივე განცხადებით,უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მოხდა ძაბვის მიწოდების შეწყვეტა მეტროსთვის.

„12:15 წუთზე სადგურის მოედანზე მგზავრი ჩავარდა ლიანდაგზე შემომავალი მატარებლის დროს. საბედნიეროდ მგზავრი ცოცხალია, ამოვიყვანეთ და გადაყვანილია კლინიკაში. მას შემდეგ რაც მგზავრი ჩავარდა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მოხდა ძაბვის მიწოდების შეწყვეტა მეტროსთვის, რის გამოც მეტროს მუშაობა ზონალურად გაგრძელდა დიდუბიდან ახმეტელის სადგურამდე, ხოლო მას შემდეგ რაც მგზავრი ამოვიყვანეთ, 12:40 საათიდან მეტრომ გააგრძელა ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობა“, - განაცხადა სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელმა თამაზ რობაქიძემ.

"ინტერპრესნიუსი"