პატრიარქმა ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახთან და ახლობლებთან ერთად მიიღო - კვირის პალიტრა

პატრიარქმა ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახთან და ახლობლებთან ერთად მიიღო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ვაჟა გაფრინდაშვილი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ავრცელებს.

"დღეს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახთან და ახლობლებთან ერთად მიიღო", - წერს მეუფე იაკობი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი და მოჭიდავეები.