ახალი წლის დღეებში იაშვილის კლინიკაში პიროტექნიკით დაშავებული 8 ბავშვი მოხვდა - კვირის პალიტრა

ახალი წლის დღეებში იაშვილის კლინიკაში პიროტექნიკით დაშავებული 8 ბავშვი მოხვდა

ახალი წლის დღეებში იაშვილის კლინიკაში პიროტექნიკით დაშავებული 8 ადამიანი შეიყვანეს. ყველა მათგანი არასრულწლოვანია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, 7 მათგანს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. არასრულწლოვნებს ხელის მტევნები ჰქონდათ დაზიანებული.

სამედიცინო დაწესებულებიდან ამ დროისთვის 8 პაციენტიდან მხოლოდ ერთი გაეწერა.

პაციენტები, რომელსაც ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ, კვლავ კლინიკაში რჩებიან.

"ინტერპრესნიუსი"