ქვეყანაში პიროტექნიკის გამოყენებისას დაზიანებები 81-მა ადამიანმა მიიღო, მათგან 51-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა - კვირის პალიტრა

ქვეყანაში პიროტექნიკის გამოყენებისას დაზიანებები 81-მა ადამიანმა მიიღო, მათგან 51-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა

31 დეკემბრისა და 1 იანვრის მონაცემებით, რეგიონებსა და თბილისში ჯამში პიროტექნიკით დაზიანების 81 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის 33 რეგიონებში, 48 კი თბილისში.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 51 პირს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

სამინისტროს ცნობით, რეგიონებში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა 16 პირი გადაიყვანეს ჰოსპიტალში, თბილისში კი 35 მოქალაქე.

"ინტერპრესნიუსი"