დედოფლისწყაროში ქალაქის ნაძვის ხე დაიწვა - კვირის პალიტრა

დედოფლისწყაროში ქალაქის ნაძვის ხე დაიწვა

დედოფლისწყაროში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე დაიწვა. ცეცხლი ნაძვის ხეს გვიან ღამით გაუჩნდა. ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკა ჯანიაშვილმა დაუდასტურა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ხანძარი ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია, თუ ცეცხლი განგებ გააჩინეს ამ დროისთვის უცნობია.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"