"აქ შვილმკვდარი მამის კარავი იდგა" - პარლამენტთან "შეცვალეს" აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა - კვირის პალიტრა

"აქ შვილმკვდარი მამის კარავი იდგა" - პარლამენტთან "შეცვალეს" აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა.

აქტივისტები პარლამენტის შენობის წინ, იმ ტერიტორიაზე ცდილობდნენ მისვლას და პროტესტის გამოხატვას, სადაც რამდენიმე დღის წინ კარვები იყო გაშლილი, დღეს კი გასართობი სივრცეა მოწყობილი, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს.

მოძრაობა "შეცვალე" გარემოვაჭრეებს, რომლებმაც რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტთან გადასვლაზე უარი განაცხადეს, სოლიდარობას უცხადებენ და ამბობენ, რომ თბილისის მერიის ეს მოთხოვნა მიუღებელია.

აქციის მონაწილეები მოქალაქეებსაც მოუწოდებენ, პარლამენტის წინ მოწყობილ გასართობ სივრცეში ბავშვები არ მიიყვანონ.

მათ თან აქვთ 20 ივნისს დაზარალებულების ფოტოები და პლაკატები წარწერებით: "აქ შვილმკვდარი მამის კარავი იდგა", "სიკვდილის კვალს ვერ წაშლით", "აქ ბავშვებს თვალები დათხარეს".

"ინტერპრესნიუსი"