გურჯაანში, პურის საცხობში მამა-შვილი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოიწამლა - კვირის პალიტრა

გურჯაანში, პურის საცხობში მამა-შვილი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოიწამლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში ორი ადამიანი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოიწამლა.

შემთხვევა პურის საცხობში მოხდა. დილით, მამა-შვილი უგონო მდგომარეობაში თანამშომელმა ნახა. ისინი გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა, მათი თბილისის საავადმყოფოში გადაყვანა გახდეს საჭირო.

"ინტერპრესნიუსი"