31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით კვების ინტოქსიკაციის მოტივით საქართველოში სულ 1254 გამოძახება დაფიქსირდა - კვირის პალიტრა

31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით კვების ინტოქსიკაციის მოტივით საქართველოში სულ 1254 გამოძახება დაფიქსირდა

31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით კვების ინტოქსიკაციის მოტივით საქართველოში სულ 1254 გამოძახება დაფიქსირდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, 387-კვებითი, 844-ალკოჰოლური, ხოლო 23 ერთდროულად კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამოვლინება დაფიქსირდა.

"ინტერპრესნიუსი"