როგორი ამინდი იქნება საქართველოში 4-7 იანვარს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 4-7 იანვარს

4 იანვარს, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში კი შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5-7 იანვარს, საქართველოს უმეტეს რაიონებში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში, 5-7 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსი იქნება.