"შემოდგომაზე მივიღე ეს შემოთავაზება " - რა თანამდებობაზე დაინიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროში დათო გომართელი? - კვირის პალიტრა

"შემოდგომაზე მივიღე ეს შემოთავაზება " - რა თანამდებობაზე დაინიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროში დათო გომართელი?

ცნობილი ქართველი მომღერალი დავით გომართელი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაასაქმეს. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ყველასათვის საყვარელმა მომღერალმა იტალიის ელჩის მრჩეველის თანამდებობა დაიკავა.

"რეიტინგი" ინფორმაციის გადასამოწმებლად თავად დავით გომართელს დაუკავშირდა.

- ბატონო დავით, გავრცელდა ინფორმაცია რომ იტალიის ელჩის მრჩეველი გახდით, მართალია?

- ნამდვილად ასეა. შემოდგომაზე მივიღე ეს შემოთავაზება და უკვე 20 დეკემბრიდან გავედი სამსახურში. მე მაქვს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება, 2005 წელს, სალომე ზურაბიშვილის მინისტრობის დროს ვმუშაობდი ამ უწყებაში, სადაც მულტიმედია დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა მეკავა.

reitingi.ambebi.ge