რუსი ჟურნალისტი საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფრის თხოვნით მიმართავს - კვირის პალიტრა

რუსი ჟურნალისტი საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფრის თხოვნით მიმართავს

რუსი ჟურნალისტი იური იზოტოვი საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფრის თხოვნით მიმართავს. ინფორმაციას ამის თაობაზე "კრიმ.რეალიი" ავრცელებს.

იზოტოვის ინფორმაციით, რუსეთში მის წინააღმდეგ დევნა მიმდინარეობს.

"მშვენივრად მესმის, რომ მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს გააყალბონ საქმე ჩემს წინააღმდეგ და ძებნილთა სიაში შემიყვანონ", - აცხადებს იზოტოვი.

"ეხო კავკაზას" ინფორმაციით, რუსმა ჟურნალისტმა ქვეყანა 2016 წელს დატოვა. მისი თქმით, ის კიევში გამართული ანტისაომარ აქციებში მონაწილეობის გამო შესაძლოა პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდეს. ცოტა ხნით ადრე, იზოტოვს თავშესაფრის მინიჭებაზე უკრაინის ხელისუფლებამ უარი უთხრა.

"ინტერპრესნიუსი"