"ჩვენმა პრეზიდენტმა ვერ გაუძლო ზეწოლას, რომ ამბობს პატრიარქზე თავდასხმა იგეგმებოდაო, სად უწერიათ ეს" - კვირის პალიტრა

"ჩვენმა პრეზიდენტმა ვერ გაუძლო ზეწოლას, რომ ამბობს პატრიარქზე თავდასხმა იგეგმებოდაო, სად უწერიათ ეს"

"ჩვენმა პრეზიდენტმა ვერ გაუძლო ზეწოლას, რომ ამბობს პატრიარქზე თავდასხმა იგეგმებოდაო, სად უწერიათ პატრიარქზე თავდასხმა?! - განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის მამამ ავთანდილ მამალაძემ. პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილება დეკანოზ გიორგი მამალაძის მამამ შეაფასა. იგი პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ელოდა.

"ხან ერთს თამაშობენ, ხან - მეორეს. პრეზიდენტზე ზეწოლა მოხდა. საპატრიარქოსა და მთავრობაში დაბუდებული არიან ბობოლა ადამიანები. ეს არის და ეს", - განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის მამამ.

მისივე შეფასებით, წმინდა სინოდი არაფერს წარმოადგენს.

"ეს დადგმული სპექტაკლია. თითქოს პრეზიდენტს სთხოვეს შეწყალების გადაწყვეტილება თავად მიეღო, რეალურად ეს იყო სპექტაკლი. პრეზიდენტზე ზეწოლა მოხდა", - განაცხადა ავთანდილ მამალაძემ.

მისივე თქმით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, იგი ვერ გადაადგილდება.

"ამ ბავშვს თავზე შემოივლებენ, ის სიმართლეს ვერ დაამტკიცებს. მართალი ადამიანი როგორ შეიძლება ასე გამოკეტილი ჰყავდეთ? რომ იძახიან ციანიდიო, სადაა ციანიდი?! ციანიდი მიკერებული იარლიყია," - განაცხადა დეკანოზის მამამ, ავთანდილ მამალაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საშობაოდ 5 მსჯავრდებული შეიწყალა. რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძეს, პრეზიდენტმა მის შეწყალებაზე უარი თქვა.

"ინტერპრესნიუსი"