"მირჩევნია, მეგრელი ძუკუ შემხვდეს და მითხრას, - ყველაზე ლამაზი ხარო!.." - კვირის პალიტრა

"მირჩევნია, მეგრელი ძუკუ შემხვდეს და მითხრას, - ყველაზე ლამაზი ხარო!.."

"გამორიცხულია, მეგრელების რაღაც მანკიერ მხარეზე ვისაუბრო, რადგან მანკიერი მხარე ჩემთვის მართლა არ აქვთ"

სახელი, გვარი: ნანუკა გულუა. პროფესია: ჟურნალისტი. ამჟამინდელი საქმიანობა: სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" დოჩის როლს ასრულებს. მეგობრებთან ერთად აქვს ატელიე-ბუტიკი.

ცხოვრების დევიზი: "კაცი არის სიტყვა, ქალი კი - ხასიათი".

- ნანუკა, ყველაზე ხშირად მეგრულად რომელი სიტყვის ან ფრაზის თქმას გთხოვენ?

- ოჰ, ასეთი ძალიან ბევრია: ხან მისალმებას, ხან - დაბადების დღის ან რამე დღესასწაულის მილოცვას... რომელიმე ფრაზა ან სიტყვა ამოჩემებული არ აქვთ, მაგრამ ჩემი ცნობილი "თხა, ჭაკი, ჯუა" მაინც ყველასთვის საყვარელია და უფრო ამის თქმას მთხოვენ.

- რეალურ ცხოვრებაში დოჩისთან მეგობრობას შეძლებდი? - (იცინის) ყოველდღიურად - არა, მაგრამ ასეთი მეზობელი რომ მყავდეს, გარკვეული დღეების მასთან ერთად გატარება მესიამოვნებოდა, რადგან ასეთი ტიპის ადამიანებთან ძალიან ვერთობი. ეს ხომ გამოგონილი პერსონაჟია, რომელიც მერე, არსებული ადამიანებიდან ხასიათს იძენს, არა? ამიტომ დოჩის მსგავსებთან ურთიერთობა ხანდახან ძალიან გამართობდა.

- საკუთარ თავს კარგად იცნობ? - კი. საკუთარ თავში ახალ-ახალ რაღაცებსაც აღმოვაჩენ ხოლმე. ეს თვისებები ასაკის მატებასთან ერთად მივითარდება, მაგრამ მგონი, არც ერთი არ გამომრჩენია - ყველაფერს ვიცნობ.

- ოდესმე შენს შესაძლებლობებზე გადაჭარბებული წარმოდგენა გქონია? - არასოდეს. ყველაზე ღირებული თვისება, რაც მგონია, რომ მაქვს, ეს თავმდაბლობა და საკუთარი თავის კრიტიკული შეფასებაა. ვფიქრობ, ამ უნარს არასოდეს დავკარგავ.

- დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად, რას აკეთებ? - როგორც წესი, რასაც უნდა ვაკეთებდე, ჩემს რომელიმე მეგობარს აუცილებლად ვნახულობ, ანუ ეს დღის წესრიგში უცვლელად არის.

- მეგობრები, ახლობლები მოფერებით რას გეძახიან? - სხვათა შორის, ნანუკა ჩემი მოფერებითი სახელია - ნანული მქვია. ახლობლები, მეგობრები ნანუკას მეძახიან, ხოლო ადამიანები, ვინც დოჩის როლით მიცნობენ - დოჩის. არ ვბრაზდები - დოჩიზეც ისე ვრეაგირებ, როგორც ნანუკაზე.

- დოჩის შვილის სახელის შერჩევასთან დაკავშირებით, სერიალში დიდი ამბავია ატეხილი. თავად სახელი როგორ შეგირჩიეს? - მამიდაჩემის სახელი მქვია. ნანული გულუა მამიდაჩემი გახლავთ. ჩემს უფროს დას უფროსი მამიდის სახელი - ნუნუ დაარქვეს. შემდეგ მე დავიბადე და შუათანა მამიდის სახელი დამარქვეს. ძალიან მაგარი ქალია და მინდა, მისი სახელის ტარება ღირსეულად გავაგრძელო.

- საკუთარ ხასიათში რა არ მოგწონს?

- ის, რომ თუ რაღაცაზე ვბრაზდები ან რაღაც მწყინს, არ ვამბობ ხოლმე, ანუ თმენისუნარიანობა ძალიან განვითარებული მაქვს. მოთმინების ფიალის ავსებამდე, ჩემს პრეტენზიებს არასოდეს ვამბობ, თუნდაც - ახლობელი ადამიანების მიმართ. ჩემი ეს თვისება არ მომწონს, რადგან მინდა, შემეძლოს, რომ თუნდაც, მინიმალურ კამათს არ ვერიდებოდე, რადგან მირჩევნია, სათქმელი ვთქვა, ვიდრე დავიგროვო და მარტო განვიცდიდე.

- ავტომობილის საჭის მართვისას, გაბრაზებული ყველაზე ხშირად რა ფრაზას ამბობ?

- ჩემო კარგო, მომისმინე, როგორი სიტუაციაა, იცი (იცინის)? თმენისუნარიანობა მართლა ძალიან მაღალ დონეზე მაქვს განვითარებული. ჩემს მეგობრებსაც უთქვამთ, - როგორ შეგიძლია, ახლა დაუსიგნალო და არ შეაგინო, თავშეკავებას როგორ ახერხებო? თუკი ვიღაც მართლა ავარიულ სიტუაციას არ შემიქმნის, შემიძლია, მოვითმინო, არ გავბრაზდე... აღელვებული მძღოლი არ ვარ. სიტუაციას მშვიდად ვუმკლავდები. საჭესთან არ ვიგინები. გაგრძელება