არსებული ინფორმაციით, თერჯოლაში 3 წლის ბავშვს იარაღი გაუვარდა, რის შედეგად მისი 6 წლის ძმა გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

არსებული ინფორმაციით, თერჯოლაში 3 წლის ბავშვს იარაღი გაუვარდა, რის შედეგად მისი 6 წლის ძმა გარდაიცვალა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირში იარაღის გავარდნის შედეგად 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, სანადირო თოფიდან 3 წლის ბავშვს თამაშის დროს გაუვარდა და შემთხვევით მის 6 წლის ძმას მოხვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

"ინტერპრესნიუსი"