ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

ხულოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. დაშავებული ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. შემთხვევა ხულოში, ღორჯომის თემში მოხდა, სადაც მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა.

ადგილზე სამართალდამცავები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"