თეირანთან უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან - კვირის პალიტრა

თეირანთან უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

თეირანთან უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

ცნობისთვის, თეირანთან უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი, 180-მდე პირი დაიღუპა.

ვიდეოზე, რომელიც BBC-ის ირანის კორესპონდენტმა გამოაქვეყნა, ჩანს, რომ თვითმფრინავს ცეცხლი უკვე ცაში უკიდია, რამაც მოქალაქეებში ეჭვი გამოიწვია, რომ თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს. თვითმფრინავი, რომელიც ხომეინის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ბოინგ-737 კიევში მიფრინავდა.

"ინტერპრესნიუსი"