"ცოტა გა­საკ­ვი­რი იყო, მაგ­რამ არ მწყე­ნია" - რატომ არ იგალობა თამრიკო ჭოხონელიძემ საშობაო ლიტურგიაზე - კვირის პალიტრა

"ცოტა გა­საკ­ვი­რი იყო, მაგ­რამ არ მწყე­ნია" - რატომ არ იგალობა თამრიკო ჭოხონელიძემ საშობაო ლიტურგიაზე

საშობაო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში, ტრადიციისამებრ, შობის ღამეს საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. ლიტურგიას მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. უჩვეულო იყო ერთი ფაქტი, რომელიც დაკვირვებულ თვალს არ გამორჩენია.

სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიამ თამრიკო ჭოხონელიძისა და მარიამ როინიშვილის გარეშე ჩაიარა. ისინი წლებია საშობაო ლიტურგიაზე სამების ტაძრის სასულიერო დასის გუნდთან ერთად გალობენ. საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ ჭოხონელიძის ოჯახი ლიტურგიაზე შეგნებულად არ მიიწვიეს. რაც მის მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს უკავშირდება.

AMBEBI.GE მთელი დღის მანძილზე ცდილობდა საპატრიარქოს პრესსამსახურთან და თავად თამრიკო ჭოხონელიძესთან დაკავშირებას. საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენლის ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ის ამ საკითხზე კომენტარს ხვალ გააკეთებს. მასთან გასაუბრების შემდეგ, ჩვენ თამრიკო ჭოხონელიძეს დავუკავშირდით:

- ქალბატონო თამრიკო, საშობაო ლიტურგიამ სამების საკათედრო ტაძარში გუშინ თქვენი და თქვენი ქალიშვილის გალობის გარეშე ჩაიარა, რამაც საზოგადოებაში გაკვირვება გამოიწვია.. რა იყო ამის მიზეზი, თქვენი განცხადებები ხომ არა?

- მინდა ამ შეკითხვას ხალხმა გასცეს პასუხი, ამიტომ ცოტა ხანს კითხვის ნიშნის ქვეშ დავტოვებ ამ საკითხს. როგორ ფიქრობს ხალხი, რაშია საქმე? მე კარგად ვარ. ეს ცოტა გასაკვირი იყო, მაგრამ არ მწყენია, იმიტომ რომ დღეს მე არაფერი აღარ მიკვირს. მე ჩემს პატარა ტაძარში ყველაფერს კარგად ვაკეთებ. სიყვარული სუფევს ჩემს ოჯახში, ღმერთი კი სიყვარულია. გუშინ გადასარევად მოვახერხე ამის დამტკიცება, ჩემი სახლიდან ტკბილხმოვანება ისმოდა. რა თქმა უნდა, თავისთავად არ არის გასახარელი ამბავი, მაგრამ არ მინდა სიღრმეები ვეძიო. გაგრძელება