როგორი ამინდი იქნება 9-10 იანვარს საქართველოში? - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება 9-10 იანვარს საქართველოში?

9-10 იანვარს საქართველოს მთიან ზონებში მოსალოდნელია თოვლი,-ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლოა, მეწყრული პროცესები გამოიწვიოს.

„9-10 იანვარს საქართველოს მთიან ზონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს",-ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"