"ყურადღებით ვაკვირდები მოვლენების განვითარებას სოხუმში" - პრეზიდენტი სოხუმში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება
"ყურადღებით ვაკვირდები მოვლენების განვითარებას სოხუმში" - პრეზიდენტი სოხუმში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება
სოხუმში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერის" საშუალებით ეხმაურება.

სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ ის ყურადღებით აკვირდება სოხუმში მოვლენების განვითარებას.

"ყურადღებით ვაკვირდები მოვლენების განვითარებას სოხუმში და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ბედსა და ადამიანის უფლებებს ოკუპირებულ აფხაზეთში", – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ სოხუმში მომიტინგეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. მათ ფანჯრის მინები ჩაამსხვრიეს და შენობის შიგნით შეღწევა მოახერხეს. ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების
ბათილად გამოცხადებასა და რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ.

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გასული წლის 8 სექტემბერს გაიმართა, სადაც დე ფაქტო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამჟამინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ 47.39%-ით გაიმარჯვა, მოსახლეობის 46,17%-მა კი ხმა ალხას კვიცინიას
მისცა. "ამცახარა" "არჩევნების" შედეგებს არ აღიარებს და მის გაბათილებას ითხოვს.


"ინტერპრესნიუსი"
დამკვირვებელი
09 იანვარი 2020 20:51
ქალბატონო პრეზიდენტო, იმედს ვიტოვებთ, რომ ნ ა მ დ ვ ი ლ ა დ ყურადღებით აკვირდებით მოვლენების განვითარებას და რაიმეს ისეთს არ იტყვით, რომ ისევ სკანდალში გავეხვიოთ ან თავი მოგვეჭრას!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები