როგორი ამინდი იქნება საქართველოში 11-13 იანვარს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 11-13 იანვარს

14 იანვრამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექი, დაბლობსა და ბარში წვიმის, ხოლო მთიან და მაღალმთიან რეგიონებში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 11 იანვარს მცირე ნალექი მოსალოდნელია საქართველოს ცალკეულ რაიონებში.

12 იანვარს, დღის ბოლოდან და 13 იანვარს დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მთაში და მაღალმთაში მოთოვს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსი იქნება.