"ქალის ჭკუაზე გავივლი და მის რჩევებსაც გავითვალისწინებ, მაგრამ მისგანაც ამასვე მოვითხოვ"
"ქალის ჭკუაზე გავივლი და მის რჩევებსაც გავითვალისწინებ, მაგრამ მისგანაც ამასვე მოვითხოვ"
33 წლის ერეკლე კამლაძემ ევროპულ გუნდებში თამაშის შემდეგ ნაძალადევში საბავშვო კლუბი "რაშები" დააარსა და უამრავ ბავშვს უფასოდ ავარჯიშებს. მართლაც კარგ საქმეს აკეთებს ერეკლე, ახლა უკვე რამდენიმე მეგობართან ერთად - ბიჭებს გარდა რაგბისა, ადამიანობას, ვაჟკაცობასა და ერთმანეთის სიყვარულსაც ასწავლიან.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუებიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ბავშვობისას, როდესაც რაგბიზე მივედი, არც კი მახსოვს, გადასახადი რა იყო და ბოლოს როდის მივიტანე. მაშინაც უჭირდა ხალხს და ახლაც ბევრს უჭირს. სოციალურად დაუცველები არ არიან,
თუმცა ზოგი ისეთი გაჭირვებულია, ვერ წარმოიდგენთ და ზოგს სოციალურად დაუცველის სტატუსი რომ აქვს, ისეთი მანქანით მოდის, გაგიკვირდება. ამიტომაც, ვისაც გადახდის საშუალება არ აქვს, ვეუბნები, რომ პრობლემა არაა და როცა შეძლებენ, მაშინ გადაიხადონ. ბევრი იხდის, დაახლოებით 40 ბავშვი ვერ ახერხებს!.."

"მგონი, ზოგ მშობელზე მეტად მე მეჩქარება,
როდის გაიზრდებიან და როდის გახდებიან 18 წლისები, რომ საკუთარი შრომის შედეგი ვნახო. სულ 6 წელი დაგვრჩა მანამდე. ჩვენი მიზანია, ყველაზე მაგარი გუნდი გვყავდეს. ჯანმრთელი და ვაჟკაცი ბიჭები სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რათა წინაპრების გზა გავაგრძელოთ. მიხარია, რომ შევძელით და უკვე წარმატებაც გვაქვს..."

"ოჯახის შექმნა ძალიან დამიგვიანდა? რა ვქნა, არ შემხვდა ისეთი გოგო, რომელიც ამ გადაწყვეტილებას მიმაღებინებდა. მე სერიოზული გოგოები მომწონს და რატომღაც, არ მხვდებიან ასეთები. თავიდან მომეწონება ვიღაც და მერე რატომღაც მალე განვიხიბლები ხოლმე..."

"ქარიზმატული გოგონები მომწონს. ქალის ჭკუაზე გავივლი და მის რჩევებსაც გავითვალისწინებ, მაგრამ მისგანაც ამასვე მოვითხოვ. ჭკვიანი ქალები მომწონს. ზოგს აშინებს რეალიზებული და წარმატებული ქალი, მე კი პირიქით, ასეთს ვეძებ. ჩემს შვილს ბევრი რამ უნდა ასწავლოს და გაუნათლებელი რას ასწავლის? მარტო სილამაზის გამო ვერავის მოვიყვან..."

ინტერვიუებს სრულად ჟურნალ "გზის" 9 იანვრის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი

...
15 იანვარი 2020 13:41
ძლიერი მამაკაცი საკუთარ ჭკუაზე დადის მტკიცედ!
leli-ს ანტიკომენტატორო!
13 იანვარი 2020 14:30
შენს 7თაობაში მოიძიე ჩემი და ჩემი კანდიდატურის მსგავსი განათლებული გიჯობს.71 წლის ასაკში რასაც მე გიტოვებ შენა და საქართველოს 9 სიზმარშიც არ დაესიზმრება შენცა და შენიანებსაც. დაოკდი. ვიცი რასაც ვამბობ და რასაც ვწერ ჩემი პროფესიიდან გამომდინერე.დიდი წერტილი....
ინკვიზიტორი
13 იანვარი 2020 11:21
ქალის ჭკუაზე რო იარო, შვილო, ზამთარში სანდლებით ირბენ გარეთ

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები