"ოპერაციაზე შეჰყავთ! დაფიქსირდა გულის გაჩერება" - გთხოვთ ყველას რომ ილოცოთ ანიტასთვის! - კვირის პალიტრა

"ოპერაციაზე შეჰყავთ! დაფიქსირდა გულის გაჩერება" - გთხოვთ ყველას რომ ილოცოთ ანიტასთვის!

ინდოეთში სამკურნალოდ მყოფ ანიტა ფაცაციას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა. ამის შესახებ ინფორმაციაც ბავშვის ოჯახის ახლობელი, მარიკა ხუციშვილი ავრცელებს:

"ანიტა ოპერაციაზე შეყავთ!მარიკომ ძალიან გთხოვათ ყველას,  რომ ილოცოთ ანიტასთვის!ცოტახნის წინ დაფიქსირდა გულის გაჩერება.

როგორც ექიმებმა აცნობეს ოჯახს, გადაწყდა ეკმოს აპარატის ჩაყენება (ეს აპარატი გულს დაეხმარება მუშაობაში და მოგვაგებინებს 3-4 კვირას)

ამ წუთებში ელოდებიან ექიმ ბალაკრიშნანის მისვლას კლინიკაში.

ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი მდგომარეობა, ამაზე მეტის თქმა ამ დროისთვის არ შეგვიძლია!

ყველას გთხოვთ, ვისაც როგორ შეგიძლიათ, ისე ინატრეთ ანიტას კარგად ყოფნა!" - წერს მარიკა ხუციშვილი