"თიბისის" ერთი ადამიანიც კი არ გამოუსახლებია, ბოტებით რომ გაავსეს სოციალური მედია და ამას მფარველობს მმართველი პარტია" - კვირის პალიტრა

"თიბისის" ერთი ადამიანიც კი არ გამოუსახლებია, ბოტებით რომ გაავსეს სოციალური მედია და ამას მფარველობს მმართველი პარტია"

"ეს იყო იძულებითი მიყიდვა, ის არ იყო გაფუჭებული პორტფელი," - ასე პასუხობს "პალიტრანიუსის" გადაცემაში" "360 გრადუსი" მამუკა ხაზარაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებას, რომელიც 2018 წელს სასესხო დავალიანებების ჩამოწერის აქციას შეეხებოდა.

"რაც შეეხება ამ პორტფელს, დიახ ეს იყო იძულებითი მიყიდვა. ის არ იყო გაფუჭებული პორტფელი. იმ მილიარდნახევარში, რომელიც ე.წ. ჩამოწერეს და ძირითადი, უზარმაზარი ნაწილი ბანკებს "აკიდეს", იცით, რამხელა პროცენტი იყო "თიბისი ბანკის"? მხოლოდ 6 პროცენტი. ჩვენ ეროვნულ ბანკში წერილიც გავგზავნეთ, მოვითხოვეთ განემარტათ, რამდენად სწორია ამის გაკეთება და გვითხრეს, რომ ჩვენი საქმე არ არისო. ეროვნული ბანკის თანამშრომლები ფინანსთა მინისტრის კაბინეტში დღეს და ღამეს ათენებდნენ, ბანკების იბარებდნენ: აბა, დროზეო! რომელი სისტემა გინახავთ, რომელიც ერთ თვეში წამოხტება და იტყვის, მოდით, ეს მილიარდნახევარი ჩამოვწეროთ ხუთ მილიონად.

ყველაფერს აქვს თავისი დრო, სიმართლის თქმასაც თავისი დრო აქვს. სამწუხაროა, რომ ადამიანები დღესაც ჩუმად არიან. ყველას ვგულისხმობ, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს. არავის ვადანაშაულებ, ყველა ადამიანს აქვს ცხოვრების თავის წესი, მაგრამ თუ ჩვენ ამ ქვეყანაზე ვფიქრობთ, არ შეიძლება კონფორმისტებად გადავიქცეთ. პირდაპირ ვლაპარაკობ, რაღაც მომენტში მეც ვიგრძენი, რომ რაღაც სისტემის ნაწილი ვარ, რომლის გარღვევა არ შეიძლება, იმიტომ, კი არა, რომ გეშინია. იმიტომ, რომ შენს თანამშრომელს "დაარტყამენ", ასევე უამრავ ადამიანს, რომელიც შენს ბიზნესზეა დამოკიდებული, იქ პროექტს გააჩერებენ". გაგრძელება