როგორი ამინდი იქნება 12-14 იანვარს საქართველოში? - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება 12-14 იანვარს საქართველოში?

12 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 14 იანვრამდე, საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ და სამხრეთ რეგიონებში) წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ზღვაზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი ღელვა.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

"ინტერპრესნიუსი"