სალომე ზურაბიშვილმა პირად დაცვას ჩოხა-ახალუხში გამოწყობა მოსთხოვა? - რას ამბობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში? - კვირის პალიტრა

სალომე ზურაბიშვილმა პირად დაცვას ჩოხა-ახალუხში გამოწყობა მოსთხოვა? - რას ამბობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში?

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირად დაცვას ჩოხა-ახალუხში გამოწყობა მოსთხოვა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ერთ-ერთმა ტელევიზიამ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის მისამართით, რათა საზოგადოება შეცდომაში შეყვანოს და პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაცია მოახდინოს.

"როგორც ჩანს, "ფეიკ-ნიუსის" ავტორებმა არ იციან რა განსხვავებაა პირად დაცვასა და საპატიო ყარაულს შორის. ცერემონიების დროს ჩოხის გამოყენება არის ქართული ტრადიციების პატივისცემა, გარდა იმისა, რომ ეს ცრუ-ინფორმაცია ემსახურება პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას, ის შეურაცხყოფს ეროვნულ ფასეულობებს და ქართულ ტრადიციებს", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, პრეზიდენტმა დაცვას ჩოხა-ახალუხში გამოწყობა მოსთხოვა.

"ინტერპრესნიუსი"