"ადამიანი, რომელსაც უზომოდ უყვარს საქართველო და ქართველები" - ნახეთ, როგორ მღერის აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი "სულიკოს" - კვირის პალიტრა

"ადამიანი, რომელსაც უზომოდ უყვარს საქართველო და ქართველები" - ნახეთ, როგორ მღერის აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი "სულიკოს"

რეჟისორი რამაზ ბლუაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი ანსამბლ "სულიკოსთან" ერთად მღერის. ელიზაბეთ რუდი

"ახალ წელს ერთად შევხვდით. ქალბატონი ელიზაბეთ რუდი. ადამიანი, რომელსაც უზომოდ უყვარს საქართველო და ქართველები და რომელსაც პრაქტიკულად მთელი საქართველო ფეხით აქვს შემოვლილი. განსაკუთრებით უყვარს ხარაგაული და ხარაგაულელები. "სულიკო" ასრულებენ ელიზაბეთ რუდი და ანსამბლი "სულიკო", - წერს რამაზ ბლუაშვილი "ფეისბუკში".