ქავთარაძის ქუჩაზე, სავაჭრო ობიექტში ხანძარია - კვირის პალიტრა

ქავთარაძის ქუჩაზე, სავაჭრო ობიექტში ხანძარია

თბილისში, ქავთარაძის #3-თან მდებარე სავაჭრო ობიექტში ხანძარია. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი, სავარაუდოდ, სამშენებლო მასალას წაეკიდა. ადგილზე 10 სახანძრო სამაშველო ჯგუფი მუშაობს, მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის, ინფორმაცია არ ვრცელდება.

"ინტერპრესნიუსი"