ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასთინ მაქენზ სმითი, საქართველოს კალანდობას, ანა კალანდაძის ლექსით ულოცავს - კვირის პალიტრა

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასთინ მაქენზ სმითი, საქართველოს კალანდობას, ანა კალანდაძის ლექსით ულოცავს

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასთინ მაქენზი სმითი საქართველოს მოსახლეობას კალანდობის დღესასწაულს ანა კალანდაძის ლექსით ულოცავს. მილოცვა ელჩმა "ტვიტერზე" გამოაქვეყნა.

”იდგა ბერმუხა ღამისმთევარი თოვლში ნაბდითა... დილით მისდევდა სერზე მწევარი ნაკვლევს ნადირთა... ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით გრძნეულ მარანთან... შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა...” შემოდიოდა ჩვენში კალანდა - ანა კალანდაძე",-წერს ელჩი სოციალურ ქსელში.