საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი შახტაში ჩავარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა - კვირის პალიტრა

საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი შახტაში ჩავარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა

ბათუმში, პუშკინისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი შახტაში ჩავარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საავადმყოფოში განუცხადეს, დაშავებულ დედა-შვილს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

არსებული ინფორმაციით, ლიფტი მე-11 სართულიდან ჩავარდა. რაც შეეხება საცხოვრებელ კორპუსს, შენობა მერიას ჯერ არ ჩაუბარებია.

მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას წესების დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"