კახა კალაძის ინიციატივით, სამტრედიაში მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ორ ოჯახს საჩუქრად ბინები გადაეცა - კვირის პალიტრა

კახა კალაძის ინიციატივით, სამტრედიაში მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ორ ოჯახს საჩუქრად ბინები გადაეცა

თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით, სამტრედიაში მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ორ ოჯახს საჩუქრად ბინები გადაეცა.

ოჯახებისათვის ბინების გადაცემა კალაძის ფინანსური მხარდაჭერით მუნიციპალიტეტის მთავარ ნაძვის ხესთან გამართულ საახალწლო კონცერტზე მოხდა.

კონცერტში ცნობილი ქართველი შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

სამტრედიაში, კახა კალაძის მხარდაჭერით საახალწლო კონცერტის გამართვა და გაჭირვებული ოჯახებისათვის საცხოვრებლების გასაღების გადაცემა ყოველ წელს ხდება.

"ინტერპრესნიუსი"